Accessibility links

ჯოზეფ ბაიდენმა ერთიანობისკენ მოუწოდა ერაყის ლიდერებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ერაყის ლიდერებს გაესაუბრა და „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის, მის სუნიტ მეტოქეს - პარლამენტის სპიკერ ოსამა ალ-ნუჯაიფისა და ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის.
XS
SM
MD
LG