Accessibility links

logo-print

უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურიზმს ეცნობიან


უკრაინელი ჟურნალისტების ვიზიტი "ყვარლის ედემის" ვენახებში

უკრაინელი ჟურნალისტების ვიზიტი "ყვარლის ედემის" ვენახებში

ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საქართველოში იმყოფება უკრაინელი ჟურნალისტების დელეგაცია. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალისხმევით ჟურნალისტები 15-დან 22 ივნისის ჩათვლით მოინახულებენ ღვინის სხვადასხვა საწარმოს, ოჯახურ მარანს, შატოს და სხვა ობიექტებს. ვიზიტის მიზანია საქართველოს ღვინის ტურიზმის ადგილების შესახებ ტელერადიოსიუჟეტებისა და სტატიების მომზადება. უკრაინელ სტუმრებს შორის არის ტელეკომპანია „1+1“ გადამღები ჯგუფი, რომელიც საქართველოს შესახებ სპეციალურ გადაცემას ამზადებს, სახელწოდებით „ჩემი მეგზური საქართველო“. 18 ივნისს კახეთში უკრაინელ ჟურნალისტებს ერთი დღით შეუერთდნენ ქართველი კოლეგები გაცნობის, კონტაქტების დამყარებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
XS
SM
MD
LG