Accessibility links

წელს პირველად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ გამოვლენილი მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 50,2% იყო ქალი. ამომრჩეველი ქალების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა თბილისი. ქალების ნაკლები აქტიურობა დაფიქსირდა აჭარასა და ქვემო ქართლში. არჩევნებში ქალთა მონაწილეობასა და, ზოგადად, ქალთა ჩართულობაზე სამოქალაქო თუ პოლიტიკურ აქტივობებში ნინო თარხნიშვილს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი ესაუბრა.
XS
SM
MD
LG