Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება შეტაკებები


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის სამთავრობო ძალები განაგრძობენ ბრძოლას პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კრასნი ლიმანთან ახლოს. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ვლადისლავ სელეზნიოვის თქმით, ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა უარყვეს მოწოდება განიარაღების თაობაზე. სელეზნიოვის თქმით, არის ცნობები მსხვერპლის შესახებ სამთავრობო ძალებს შორის, ხოლო სეპარატისტებმა „მნიშნველოვანი დანაკარგი“ განიცადეს. ორთვიანი ბრძოლის დასრულების მიზნით შემუშავებული გეგმის თანახმად, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 18 ივნისს გამოვიდა ცალმხრივი ზავის წინადადებით და პირობით, რომ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს უსაფრთხო დერეფნის გზით ტერიტორიის დატოვების საშუალებას შეუქმნიდა.
XS
SM
MD
LG