Accessibility links

logo-print

რასმუსენი: უკრაინის საზღვართან რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო განათავსეს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო განათავსეს. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რასმუსენმა 19 ივნისს ლონდონში განაცხადა, რომ ეს ქმედება „უკან გადადგმული, ძალიან სამწუხარო ნაბიჯია“. რასმუსენის შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთი „ღიად ტოვებს უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ინტერვენციის შესაძლებლობას“. აქამდე ნატო აცხადებდა, რომ რუსეთმა გაიყვანა დაახლოებით ორი მესამედი იმ 40,000 სამხედროსგან, რომლებიც, როგორც ცხადდებოდა, მოსაზღვრე რეგიონში იყო დისლოცირებული. რასმუსენმა დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ „მტკიცე პასუხი“ უნდა გასცეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას, თუ ასეთი მოხდება. ლონდონის ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას რასმუსენმა აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთმა თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯები დაახლოებით 50 პროცენტით გაზარდა, მაშინ, როცა ნატოელმა მოკავშირეებმა ეს ხარჯები საშუალოდ 20 პროცენტით შეამცირეს. „ეს სხვაობა ყურადღებას საჭიროებსო“, დასძინა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG