Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანდიდატურებს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის პროცესში. 19 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პოროშენკოს კანდიდატურებს საგარეო საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. სამივე კანდიდატმა პარლამენტის ხმების ორ მესამედზე მეტი მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრად დამტკიცდა პავლო კლიმკინი, რომელიც ამ დრომდე გერმანიაში იყო უკრაინის ელჩი. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერია ჰონტარევა, ინვესტორი ბანკირი, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის თითქმის ორი ათეული წლის გამოცდილება აქვს. გენერალური პროკურორი კი ვიტალი იარემა ხდება - რომელიც ამ დრომდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
XS
SM
MD
LG