Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის წევრების აზერბაიჯანში დაკავების შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება


ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის აზერბაიჯანში დაკავების შესახებ. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ თანახმად, მას აზერბაიჯანის შსს-მ განუცხადა, რომ "ამჟამად ბაქოს აეროპორტში ასეთი გვარების მქონე დაკავებული არავინაა". ეს ცნობა თავდაპირველად სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა და შემდეგ იუწყებოდა, რომ ქართველი დეპუტატების „დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხის“ გამო დაკავების ცნობას აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს. პარალელურად, საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უარყოფენ ნადირაშვილის და ჯაფარიძის დაკავების ფაქტს. როგორც იუწყებიან, ეს თავად ნადირაშვილმაც უარყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში, თუმცა დაადასტურა, რომ ჯაფარიძესთან ერთად ბაქოში იმყოფება. „ინტერპრესნიუსმა“ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ დეპუტატებს თანხასთან ერთად ელექტროშოკის გამომწვევი მოწყობილობაც აღმოუჩინეს, თუმცა ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
XS
SM
MD
LG