Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ არ მიიღებს არჩევნების საბოლოო შედეგს


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა აცხადებს, რომ უარყოფს საბოლოო შედეგს, რომელსაც ხმების დათვლის შემდეგ მიიღებენ, რადგან ეს პროცესი არ შეაჩერა მისმა განცხადებებმა არჩევნების დროს მომხდარი მასშტაბური გაყალბების თაობაზე. აბდულამ 18 ივნისს მოითხოვა ხმების დათვლის შეწყვეტა, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ზია-ულ-ჰაყ ამარხაილის პოსტიდან გათავისუფლება და ხმების დათვლის პროცესის გაეროს მეთვალყურეობით ჩატარება. ამარხაილმა 19 ივნისს განაცხადა, რომ ხმების დათვლა გრძელდება, პროცესში ავღანეთის და საერთაშორისო ძალების დამკვირვებლები მონაწილეობენ და კომისია არ მუშაობს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. მისი თქმით, თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ის არამართებულად მოქმედებს, ის მაშინვე დატოვებს პოსტს. 14 ივნისის არჩევნების პირველადი შედეგები 2 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც აპელაციების მიღების პერიოდი დაიწყება. მაგრამ აბდულა აცხადებს, რომ არც საარჩევნო კომისიის და არც სააპელაციო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს.
XS
SM
MD
LG