Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალას უწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“


"ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი, - ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების საზღვარზე შეჩერებას შეეხება. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეს ეყრდნობა, რომელმაც დაადასტურა ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავება, მათ მიერ არადეკლარირებული თანხის, დაახლოებით მილიონის აშშ დოლარის გადატანის მცდელობისათვის. "სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც",- აღნიშნულია კოალიციის მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „ქარული ოცნების“ პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააცნო ქართულ მედია საშუალებებს.
XS
SM
MD
LG