Accessibility links

logo-print

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლებულები არიან


აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. "ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - აღნიშნა შარაშენიძემ. მანამდე კოალიცია „ქარული ოცნების“ პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა კოალიციის სახელით წაიკითხა სპეციალური განცხადება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მოხსენიებულია, როგორც ყველაფერზე წამსვლელი, დესტრუქციული ძალა.
XS
SM
MD
LG