Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ნადირაშვილი პასუხს სთხოვს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს


ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აპირებს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების მიზეზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვოს. ირმა ნადირაშვილი და მასთან ერთად ზურაბ ჯაფარიძე ცალსახად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რომელიც ქართულ მედიას აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა მიაწოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ის ცდილობდა პირადად ელჩს დაკავშირებოდა, მაგრამ ელჩმა მის სატელეფონო ზარს არ უპასუხა. გუშინ, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხისა და ე.წ. ელექტროშოკის აპარატების გადმოტანის მცდელობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG