Accessibility links

logo-print

გაერო: მსოფლიოში 50 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილთა რაოდენობამ


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს 50 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ. ეს არის ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 17 მილიონამდე ადამიანს მოუწია საკუთარი ქვეყნის დატოვება, 33 მილიონზე მეტი კი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს შიგნით გადაადგილდა. ბევრი ლტოლვილი და დევნილი უკვე წლებია ბანაკებში ცხოვრობს. გაეროს განცხადებით, ლტოლვილთა რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი უკავშირდება სირიაში მიმდინარე ომს. ამას დაემატა ახალი კონფლიქტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანში.
XS
SM
MD
LG