Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს სკანდალური მასალა ჩინოვნიკების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ. მან ასევე მიმართა ჟურნალისტებს, რაც შეიძლება დროულად გამოამზეურონ მასალები, რომლებიც მათ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აქვთ. პოლონეთში სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ერთ-ერთმა პოლონურმა ყოველკვირეულმა გამოცემამ თავის საიტზე განათავსა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის საუბრის ფარული ჩანაწერი. 2013 წლის ივლისში, საპარლამენტო არჩევნების წინ, ერთ-ერთ რესტორანში მინისტრი ბართლომე სენკევიჩი და ბანკის დირექტორი მარეკ ბელკა განიხილავდნენ შესაძლებლობას ცენტრალური ბანკის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერის თაობაზე. მხარდაჭერის ერთ-ერთ პირობად ბანკის დირექტორი ფინანსთა მინისტრის იაცეკ როსტოვსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, რომელმაც თანამდებობა დატოვა რამდენიმე თვეში. კანონის მიხედვით, ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი დაწესებულებაა და არ შეუძლია გავლენა იქონიოს ხელისუფლების ქმედებებზე.
XS
SM
MD
LG