Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს


სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შორის. ხუთშაბათს, საღამოს მათ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირების გზებზე ისაუბრეს. ინფორმაცია ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა. მისი სიტყვებით, „სხვა განსახილველ საკითხთა შორის პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტურ ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე“. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გრაფიკის განხორციელების აუცილებლობას. მან ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მძევლების გათავისუფლებასა და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ეფექტური კონტროლის რეჟიმის დაწესებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, მას იმედი აქვს, რომ მისი სამშვიდობო გეგმა მხარდაჭერილი იქნება. მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე სატელეფონო საუბარია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, პირველად 17 ივნისს ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG