Accessibility links

logo-print

სერბებმა კვლავ გადაკეტეს ხიდი მიტროვიცაში


კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა კვლავ გადაკეტეს ორად გაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში მდებარე ხიდი, რომელიც ბარიკადებისგან ერთი დღის წინ გაიწმინდა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ დაგმო ეს „სამარცხვინო ქმედება“ და განაცხადა, რომ ამის ჩამდენები „ადრე თუ გვიან“ სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. ჰაშიმ ტაჩიმ მოუწოდა სერბთა ლიდერებს იყვნენ გონიერნი და აიღონ ბარიკადები. ქალაქი მიტროვიცაში მდინარე იბარის ერთ ნაპირზე ეთნიკური ალბანელები, მეორეზე კი - სერბები ცხოვრობენ. სერბებმა, რომლებიც არ ცნობენ 2008 წლეს კოსოვოს მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, მდინარეზე გადებულ ხიდზე მიწისა და ქვებისაგან ბარიკადები 2011 წელს ააგეს. ხერგილები ხიდზე 18 ივნისს, მას შემდეგ აიღეს, რაც ევროკავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით დიალოგი დაიწყო.
XS
SM
MD
LG