Accessibility links

logo-print

დონეცკის ოლქში უკრაინის 7 ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამთავრობო ჯარის 7 მებრძოლი დაიღუპა გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა რაზმებთან სასტიკი ბრძოლების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი ბრძოლების ეპიცენტრს დონეცკის რაიონში მდებარე კრასნი ლიმანი და იმპილი წარმოადგენდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს ასევე, რომ სამთავრობო ჯარებმა 300-მდე ექსტრემისტი დახოცეს. დონეცკში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ძალების სარდალმა იგორ სტრელკოვმა დაადასტურა მძიმე დანაკარგები, რაც ექსტრემისტებმა როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების მხრივ განიცადეს.
XS
SM
MD
LG