Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ოკუპაციის პირობებში მოსკოვთან დიმპლომატიური ურთიერთობა შეუძლებელია


სანამ სამი წინაპირობა არ შესრულდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ იქნება. ამით მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. კარასინი აცხადებს, რომ დროა, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯები გადადგას. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად არ გადაუდგამს. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოხდება დეოკუპაცია, აღიარების უკან წაღება, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, არც ერთ ფორმატში, რომელიც დღეს რუსეთთან არსებობს, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს.
XS
SM
MD
LG