Accessibility links

ისრაელმა ჯარისკაცებმა პაკისტანელი ბიჭი მოკლეს


ისრაელის სამხედროებმა, რომლებიც ერთი კვირის წინ გაუჩინარებული სამი ისრაელი ახალგაზრდის ძებნას ახორციელებდნენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელი ბიჭი მოკლეს. 15 წლის მოჰამედ დუდინი, ქალაქ ჰერბონში მოკლეს მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო რაზმი იძულებული გახდა გაეხსნა ცეცხლი რეიდის დროს მათზე ქვებისა და აალებადი ბომბებით განხორციელებული იერიშის მოსაგერიებლად. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, გასულ დღე-ღამეში განხორციელებული რეიდის დროს ისრაელმა სამხედროებმა 25 პირი დაპატიმრეს, რის შედეგადაც, 240-მდე გაიზარდა ისლამისტური ორგანიზაცია ჰამასის წევრობაში ეჭვმიტანილ პატიმართა რიცხვი. ისრაელი ბრალად უყენებს ჰამასს იმ სამი ახალგაზრდის დაპატიმრებას, რომლებიც ისრაელის დასახლებების მახლობლად მანქანით სეირნობდნენ. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი ისრაელს ადანაშაულებს იმაში, რომ ახალგაზრდების გაუჩინარების საბაბით პალესტინელების დასჯას ახორციელებს.
XS
SM
MD
LG