Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორი ვაკანსია შეივსო


საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა. ამის შესახებ შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 19 ივნისს გამოსცა. თენგიზ ფხალაძე სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა საკუთარი ნებით 13 ივნისს ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დატოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ უფროსად კი დავით პატარაია დაინიშნა.
XS
SM
MD
LG