Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელ შიიტთა ლიდერი მხარს უჭერს ახალი მთავრობის ფორმირებას


ერაყელ შიიტთა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ალ სისტანი ერაყის ახალი, ეფექტური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. შიიტთა სასულიერო ლიდერის მესიჯში, რომელიც მოსახლეობას მისმა წარმომადგენელმა გააცნო, ნათქვამია, რომ მომავალმა მთავრობამ „ახალი პერსპექტივები უნდა შექმნას ყველა ერაყელისათვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.“ მანამდე ერაყში ყველა ძალის მონაწილეობით მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც ერაყის მთავრობამ, რომელიც უპირატესად შიიტი პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, შეიარაღებული სუნიტების პოზიციებზე საავიაციო დარტყმების განხორციელება სთხოვა. თუმცა, როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, ის მზად არის „წერტილოვანი“ დარტყმას განხორციელების ბრძანება გასცეს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. ამასთან, ობამა დაჟინებით იმეორებს, რომ სამხედრო გზით ერაყში არსებული ეთნიკური დაპირიპირების მოგვარება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG