Accessibility links

logo-print

მწვანე საფარი თბილისში


თვე ისე არ გავა, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ პარკებსა თუ სხვა რეკრეაციულ ადგილზე მიწის გასხვისების, ტერიტორიის შემოღობვის და იქ მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. გარემოს დამცველები ხან საპროტესტო აქციებით და პეტიციებით, ხანაც მერიასთან მოლაპარაკების თუ სასამართლოს გზით ცდილობენ თბილისის მწვანე საფარის გადარჩენას. თუმცა ხშირ შემთხვევაში, მშენებლობა მხოლოდ დროებით ჩერდება. მიწის მესაკუთრეს, როგორც წესი, ყველა საბუთი წესრიგში აქვს და მასთან დავა მარცხით სრულდება. ხის მოჭრაზე ჯარიმის ოდენობა კი იმდენად დაბალია, რომ ინვესტორს მისი გადახდა უღირს. გარემოს დამცველების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უკანონოდ გასხვისებული მიწები დედაქალაქს უნდა დაუბრუნდეს. მერიაში კი ამბობენ, რომ თუ კანონი არ გამკაცრდა, მათ რეალურად არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ მწვანე საფარის განადგურებას წინ აღუდგნენ.

XS
SM
MD
LG