Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული ჟურნალისტი


პარასკევს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიო მაუწყებლობის კომპანიის ჟურნალისტი იგორ კორნელიუკი დაკრძალეს. ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა „ვესტის“ გადამღები ჯგუფი 17 ივნისს ქალაქ ლუგანსკთან სავარაუდოდ ნაღმსატყორცნის ცეცხლს ქვეშ მოჰყვა. ოპერატორი ანტონ ვოლოშინი ადგილზე დაიღუპა, იგორ კორნელიუკი კი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. რეპორტიორები სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენებით დააჯილდოვეს. გაერომ და ეუთომ უკრაინის ხელისუფლებას რუსი ჟურნალისტებს დაღუპვის ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG