Accessibility links

logo-print

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უსიტყვოდ დატოვა


საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა აზერ ჰუსეინმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო იყო მიწვეული, - შეხვედრის შემდეგ სამინისტროს შენობა უკომენტაროდ დატოვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოდან თბილისში გამომგზავრებისას გუშინ ინციდენტი მოხდა. ისინი მებაჟეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს და გაჩხრიკეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ცნობით, ჩხრეკა უკავშირდებოდა ინფორმაციას, დეპუტატების ხელთ არსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შესახებ. ნადირაშვილი და ჯაფარიძე უარყოფენ ამ ინფორმაციას და ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ აგორებულ „შავ პიარზე“ საუბრობენ.
XS
SM
MD
LG