Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი საქართველოს მოქალაქეს


ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც 10 ივნისს ქუთაისიდან მინსკისკენ მიმავალი თვითმფრინავის გატაცება სცადა. 41 წლის ბრალდებული დაკავებულია. უახლოეს მომავალში მას სამედიცინო-ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება. ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 10 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ იქნა მგზავრი, რომელმაც სცადა ქუთაისიდან ბელორუსიაში მიმავალი თვითმფრინავის გატაცება. ოფიციალური ცნობის თანახმად, მგზავრი თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ ეკიპაჟი უარს იტყოდა მისი მოთხოვნის შესრულებაზე, თვითმფრინავი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში დაესვა. ეკიპაჟმა შეძლო თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში დასმა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
XS
SM
MD
LG