Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ერთკვირიანი ცალმხრივი ზავი გამოაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 20 ივნისს გამოაცხადა ცალმხრივი, ერთი კვირის განმავლობაში მოქმედი ზავი. ამ განცხადებით პრეზიდენტი გამოვიდა დონეცკის რეგიონის ქალაქ სვიატიგორსკის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პოროშენკომ განაცხადა, „საბრძოლო მოქმედება მხოლოდ საპასუხო ხასიათის იქნება, თუ მეამბოხეები ჩვენს ძალებზე მიიტანენ იერიშსო“. პოროშენკოს თქმით, ხანმოკლე ზავი პირველი ნაბიჯია მისი გეგმისა, რომელიც კონფლიქტის განმუხტვას ისახავს მიზნად. პრეზიდენტის თქმით, ზავი სეპარატისტებს მისცემს დროს განიარაღებისთვის და ქვეყნის დატოვებისთვის, რასაც მოჰყვება მოლაპარაკება, ახალი ადგილობრივი არჩევნები და დასაქმების პროგრამის ამოქმედება. წუხელ უკრაინის არმიის შვიდი სამხედრო დაიღუპა ქვეყნის მღელვარე აღმოსავლეთში, მთავრობის ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG