Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ავღანეთის არჩევნების ხმების დათვლის პროცესში გაერო უნდა ჩაერთოს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ გაეროს მოუწოდა ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კანდიდატმა, აბდულა აბდულამ, გამოთქვა ბრალდება, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. აბდულამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, 18 ივნისს მოუწოდა გაეროს მეთვალყურეობა გაუწიოს ხმების დათვლის პროცესს, მასსა და აშრაფ ღანის შორის 14 ივნისს გამართული მეორე ტურის შემდეგ. კარზაის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კარზაი ეთანხმება აბდულას წინადადებას რომ პროცესში გაერო უნდა ჩაერიოს. კარზაის შეფასებით, ეს „დადებითი ნაბიჯი“ იქნება. აბდულამ ხმების დათვლის პროცესიდან თავისი დამკვირვებლები გაიწვია, განაცხადა, რომ პროცესი უნდა შეწყდეს და რომ ის შედეგებს არ მიიღებს, ვინაიდან არ ენდობა დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას. გაერომ კანდიდატებს მოუწოდა თავი შეიკავონ პროცესში ჩარევისგან. კომისია გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
XS
SM
MD
LG