Accessibility links

logo-print
დღევანდელ „მე-10 სტუდიაში“ თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს: 20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს. დევნილად არის ქცეული ყირიმელი თათრების ლიდერიც, მუსტაფა ჯემილევი: მას აღარ აძლევენ ყირიმის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას მას შემდეგ, რაც უკრაინის ეს რეგიონი რუსეთმა მიიერთა. ჯემილევი რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში გვესტუმრა. გაეცნობით ასევე მოსაზრებებს, რომლებსაც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გამოთქვამს ამერიკელი ექსპერტი, ევრაზიის ფონდის დირექტორი ჰორტონ ბიბი-სენტერი. შემოგთავაზებთ ინტერვიუს 15 ივნისს არჩევნებში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალექსანდრე ელისაშვილთან: მან დიდი უპირატესობით მოუგო როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ბოლოს ფეხბურთზე ვისაუბრებთ: რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც განვლილ კვირაში უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა.
XS
SM
MD
LG