Accessibility links

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" დღევანდელი გადაცემა ეძღვნება საიათნოვას. 18 ივნისს თბილისში გაიმართა მე-18 საუკუნის დიდი პოეტისა და მომღერლის, საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელსაც რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. ეროვნებით სომეხი, საიათნოვა, (არუთინ საიათიანი) ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა. იგი განთქმული იყო ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით. საიათნოვა დაიღუპა 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიაში. გადაცემა მოამზადეს რადიო თავისუფლების თბილისის, ბაქოსა და ერევნის ბიუროების ჟურნალისტებმა.
XS
SM
MD
LG