Accessibility links

logo-print

ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი ვადამდე გაათავისუფლეს ციხიდან


ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქცია იტყობინება, ბელიაცკიმ თავის მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ მინსკისკენ გზაში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაათავისუფლეს სამოქალაქო აქტივისტი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე. ალეს ბელიაცკის, ბელორუსიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელს, 2011 წლის ნოემბერში ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა „გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების გამო“. ბელიაცკიმ არ აღიარა დანაშაული, მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ევროპის კავშირი აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთხელ მოითხოვდნენ ბელორუსი აქტივისტის გათავისუფლებას. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელმა“ ბელიაცკი „სინდისის პატიმრად“ გამოაცხადა. 2013 და 2014 წლებში ბელიაცკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად იქნა დასახელებული.
XS
SM
MD
LG