Accessibility links

logo-print

შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის ათასობით მომხრემ ბაღდადის ქუჩებში აღლუმი გამართა


შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის ათასობით მომხრემ ბაღდადის ქუჩებში აღლუმი გამართა. კოლონებმა ჩაიარეს ქალაქის შიიტური ნაწილის, სადრ-სიტის ქუჩებში. აღლუმის მონაწილეები ძირითადად შეიარაღებული იყვნენ ავტომატებითა და ნაღმსატყორცნებით. ალ-სადრის მომხრეთა მიერ ძალის დემონსტრირება მოხდა სუნიტი მეამბოხეების შეტევის ფონზე. სუნიტებმა ერაყის ჩრდილოეთში მთელი რიგი ტერიტორიები დაიკავეს. როგორც იტყობინებიან, დღეს სუნიტურმა ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა ერაყსა და სირიას შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
XS
SM
MD
LG