Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლანის მაღლობებზე აფეთქებას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა


ისრაელის კონტროლქვეშ მყოფ სირიასთან საზღვარის მახლობლად ავტომანქანის მახლობლად აფეთქებას ემსხვერპლა მოზარდი, რომელიც მამას სამუშაოზე გაჰყვა. მამა, სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოს აწარმოებდა. მასთან ერთად სამი სხვა პირი დაშავდა, ერთი მძიმედ. ისრაელის ტანკებმა საპასუხოდ სირიის სასაზღვრო პუნქტს ცეცხლი დაუშინეს. ამის ფონზე ისრაელის არმია განაგრძობს 13 ივნისს გატაცებული სამი ისრაელი ჭაბუკის ძებნას. ექიმების თანახმად, ისრაელის ჯარმა ორი პალესტინელი მოკლა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ისლამისტური ჯგუფ ჰამასთან, რომელზეც ეჭვი აქვს, რომ გაიტაცა სამი ახალგაზრდა.
XS
SM
MD
LG