Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ პრორუსული სეპარატისტები გააფრთხილა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააფრთხილა პრორუსული სეპარატისტები უკრაინაში, რომ აქვს ალტერნატიული გეგმა, თუ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის მისეულ გეგმას დროის მოგების მიზნით გამოიყენებენ. პოროშენკო, რომელმაც 20 ივნისს გამოაქვეყნა თავისი გეგმა ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტს შესახებ, სატელევიზიო განცხადებაში იტყობინება, „მათთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტის გეგმას გამოიყენებს დროის მოგების მიზნით და ძალების გადაჯგუფებისთვის, ჩვენ გვაქვს გეგმა „ბე“. შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა პოროშენკოს ინიციატივას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ასევე მის მიერ გამოცხადებულ რიგ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მშვიდობიანი მოგვარებისთვისაა გამიზნული. თუმცა, ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ პოროშენკოს მიერ შემოთავაზებული გეგმა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისკენ მიმართული პრაქტიკული მოქმედებების გარეშე. მისი აზრით, პოროშენკოს გეგმა არ უნდა იყოს „ულტიმატუმი“.
XS
SM
MD
LG