Accessibility links

logo-print

სუნიტმა მებრძოლებმა ერაყში კიდევ ორი ქალაქი დაიკავეს


ერაყელმა სუნიტმა მებრძოლებმა, რომლებსაც მეთაურობს ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფო“, ალ-ყადის განშტოება, ორი სტრატეგიული ქალაქი ჩაიგდეს ხელში სირიის საზღვრის მახლობლად. მდინარე ევფრატზე მდებარე რაუაჰის და მახლობელი ანაჰის დაკავება 21 ივნისს, ნაწილია ქალაქ ჰადიტას, მიმდებარე კაშხალის და ჰიდროელექტროსადგურის მიმართულებით იერიშისა. მეამბოხეები აკონტროლებენ სირიის საზღვარზე მდებარე ალ ყაიმის გამშვებ პუნქტს. შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის ათასობით მომხრემ შაბათს ბაღდადის ქუჩებში აღლუმი გამართა. კოლონებმა ჩაიარეს ქალაქის შიიტური ნაწილის, სადრ-სიტის ქუჩებში. აღლუმის მონაწილეები ძირითადად შეიარაღებული იყვნენ ავტომატებითა და ნაღმსატყორცნებით. ალ-სადრის მომხრეთა მიერ ძალის დემონსტრირება მოხდა სუნიტი მეამბოხეების შეტევის ფონზე.
XS
SM
MD
LG