Accessibility links

logo-print

ირანის რელიგიურ ლიდერი ერაყში აშშ-ის შეჭრის წინააღმდეგია


ირანის რელიგიურმა ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ერაყში აშშ-ის ან სხვა სახელმწიფოს შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ერაყელებს თვითონ შეუძლიათ თავიანთი ქვეყანაში ძალადობის აღკვეთა. 22 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აიათოლა წერს, რომ გვწამს, ერაყის მთავრობას, ერს და რელიგიურ მეთაურებს ძალუძთ ამბოხებას ბოლო მოუღონო. ხამენეის აზრით, მთავარი დაპირისპირება მათ შორისაა, ვისაც სურს ერაყი აშშ-ის ბანაკს შეუერთდეს და ვინც ერაყის დამოუკიდებლობას ესწრაფვის. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 19 ივნისს თქვა, რომ მეამბოხეებთან ბრძოლის კოორდინირებისთვის იქ თავის 300 სამხედროს გააგზავნის და იქვე დასძინა, რომ აშშ არ აპირებს ერაყში ბრძოლაში ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG