Accessibility links

logo-print

კოსოვოსში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა


მიტროვიცაში, კოსოვოს პოლიციას შეტაკება ჰქონდა კოსოვოელ ალბანელებთან მთავარ ხიდთან, რომელიც ქალაქს ორ ეთნიკურ ნაწილად ჰყოფს. დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ და მანქანებს წვავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ძალადობა მოჰყვა თავიდან ვითომ მშვიდობიან დემონსტრაციას კოსოვოს სერბი ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმად, მიტროვიცაში გადაიკეტა ტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე და განთავსდა ყვავილების ქოთნები. სერბებმა 18 ივნისს ხიდი გაწმინდეს ბარიკადებისგან, რომლებიც ხიდს სამი წლის განმავლობაში გაუვალს ხდიდა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული იქნა მორიგება ბელგრადსა და პრიშტინას შორის, რომ სერბები შეუერთდებიან კოსოვოს ინსტიტუტებს და დაშლიან ბარიკადებს.
XS
SM
MD
LG