Accessibility links

სუნიტმა მებრძოლებმა ერაყში კიდევ ორი ქალაქი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავეს


სუნიტმა მებრძოლებმა ერაყის დასავლეთში ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ქალაქი და სირიასთან საზღვრის სტრატეგიული მნიშვნელობის გამშვები პუნქტი. ეს ერაყის არმიასთან ბრძოლაში მათი ბოლო წარმატებაა. სუნიტმა მებრძოლებმა, რომლებსაც მეთაურობს ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, ალ-ყადის განშტოება, მიაღწიეს ასევე ქალაქ ჰადიტას, სადაც ერაყის სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს. მთავრობამ ელექტროსადგურთან განათავსა თავისი ჯარი, რათა არ დაუშვას მეამბოხეთა მიერ სადგურის აღება. 22 ივნისს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები შევიდნენ ქალაქ რუტბაში, რომელიც იორდანიასთან და სირიასთან შემაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG