Accessibility links

logo-print

თბილისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება პროფილაქტიკური სამუშაოების გამო


თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეიდან 4 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება, - ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, "თელასი" 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის აგრძელებს ქსელის მოსამზადებელ სარემონტო სამუშაოებს, აქედან გამომდინარე, ქალაქის მასშტაბით, ადგილი აქვს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას. როგორც "თელასში" განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
XS
SM
MD
LG