Accessibility links

logo-print

26 ადამიანი შეეწირა ტროპიკულ წვიმას ჩინეთში


სულ მცირე 26 ადამიანი შეეწირა ჩინეთის სამხრეთში ტროპიკულ წვიმას, რომელიც უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ყველაზე მეტი - 11 ადამიანი პროვინცია ხუნანში დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 337 ათასი ადამიანი. ზარალის ოდენობამ 700 მილიონამდე დოლარი შეადგინა. ჩინეთის ათ პროვინციაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რომელმაც სრულად განადგურა 9 ათასამდე სახლი.
XS
SM
MD
LG