Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი ჯილდოს აწესებს მილიციელის მკვლელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აწესებს 10 მილიონ რუბლ ჯილდოს მილიციის თანამშრომლის მკვლელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ: „ხოლო მას, ვინც წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გაანადგურებს ბოროტმოქმედს, გადაეცემა კადიროვის ორდენი და ძვირფასი საჩუქარი“, - აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი. ამ განცხადებამდე ცოტა ხნის ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროზნოს ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღის მოკლეს საპატრულო სამსახურის თანამშრომელი.
XS
SM
MD
LG