Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში დააკავეს საპროტესტო აქციების მონაწილეები


ხარკოვში დააკავეს ევრომაიდნისა და „ანტიმაიდნის“ 30 მონაწილე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „უნიანი“ მილიციაზე დაყრდნობით. რამდენიმე ხნით ადრე, სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, ევრომაიდნის მონაწილეებსა და მილიციას შორის მომხდარი შეტაკების შესახებ. „ინტერფაქსის“ მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი. „უნიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილიციამ გამოიყენა ხელკეტები, რათა შეეჩერებინა ევრომაიდნის 200-მდე აქტივისტი, რომლებიც მიემართებოდნენ მათი მოწინააღმდეგეების შეკრების ადგილისკენ. ხარკოვში ანტიმაიდნის 300-მდე მონაწილემ გამართა მსვლელობა, სადაც გამოყენებული იყო საბჭოთა კავშირის, რუსეთის ფედერაციის, გეორგიევსკის დროშები, უკრაინის კომუნისტური პარტიის სიმბოლიკა და სხვა.
XS
SM
MD
LG