Accessibility links

logo-print

სეპარატისტები აგრძელებენ უკრაინის სამხედრო ძალებზე თავდასხმებს


სეპარატისტები აგრძელებენ თავდასხმებს უკრაინის სამხედრო ძალებზე დონბასში. როგორც უკრაინის საგარეო და სამხედრო მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯად იქცა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანება ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეებისა და შსს-ს დანაყოფებისადმი - შეწყვიტონ ცეცხლი 20-დან 27 ივნისის ჩათვლით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 22 ივნისის ღამეს უკანონო დაჯგუფებების მებრძოლებმა სამხედროების პოზიციებზე განახორციელეს 11 თავდასხმა დონეცკის ოლქში - კრამატორსკის რაიონში, სლავიანსკში, არტემოვსკასა და სხვა ქალაქებში. დღის განმავლობაში მათ არაერთი შეტევა განახორციელეს უკრაინელ მესაზღვრეებზე ჩერვონოპარტიზანსკის, ბირიუკოვოს და ნოზდრევკა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტების აგრესიული ქმედებები საჭიროებს „დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ საერთაშორისო განსჯას“.
XS
SM
MD
LG