Accessibility links

logo-print

კინემატოგრაფიული სამყარო მოითხოვს ოლეგ სენცოვის განთავისუფლებას


 ოლეგ სენცოვი

ოლეგ სენცოვი

18 ივნისს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, განთავისუფლების მოთხოვნით. მანამდე ევროპის კინოაკადემიის წევრებმა - მათ შორის პედრო ალმოდოვარმა, ვიმ ვენდერსმა, აკი კაურისმიაკიმ - რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით მაქსიმალურად დაეცვა უკრაინელი რეჟისორის უსაფრთხოება. სენცოვის განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები რუსეთშიც გაიმართა. გაგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები სენცოვს ტერორიზმში ადანაშაულებენ. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG