Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია


თბილისში მიმდინარეობს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის უზენაესი სასამართლოების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელშიც 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონაწილეობს. ორდღიან კონფერენციაზე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე ვიმსჯელებთ და საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანი, რასაც პრეზიდენტის შეფასებით, ადასტურებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებები. მარგველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს სამართლის უზენაესობა და საზოგადოებას მისი სწამდეს, აუცილებელია განვითარებული, უსაფრთხო და მიუკერძოებელი სასამართლო. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, განსაკუთრებით პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ.
XS
SM
MD
LG