Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბაღდადში ხვდება ერაყის პრემიერ-მინისტრს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბაღდადში ხვდება ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის. ჯონ კერი 23 ივნისს ჩავიდა ბაღდადში - თითქმის ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა წამოიწყეს მოულოდნელი იერიში, რომლის შედეგადაც კონტროლი დაამყარეს დასავლეთ და ჩრდილოეთ ერაყში ტერიტორიის დიდ ნაწილზე. 22 ივნისს კაიროში ვიზიტისას, კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სურვილია, ერაყელ ხალხს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მზად არის, იყოს ყველა ერაყელის წარმომადგენელი. ერაყის მთავრობაში შიიტური უმრავლესობის წარმომადგენლები დომინირებენ და ბევრი სუნიტი მუსლიმი მიიჩნევს დაუცველად სუნიტების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG