Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში პატიმრობა მიუსაჯეს „ალ-ჯაზირის“ ჟურნალისტებს


კაიროში სასამართლომ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირის“ სამ ჟურნალისტს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და „მულისმთა საძმოსთან“ თანამშრომლობაში ბრალდებების საფუძველზე. „ალ-ჯაზირის“ ინგლისურენოვანი რედაქციის ჟურნალისტები - ავსტრალიელი პიტერი კრისტი, ეგვიპტისა და კანადის მოქალაქე მუჰამად ფადელ ფაჰმი და პროდუსერი ბაჰერ მუჰამადი არიან 20 პირს შორის, რომელთა გასამართლებაც მწვავე პროტესტს იწვევს უცხოეთში. უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის "ამნესტი ინტერნეიშნალი", მოითხოვენ ჟურნალისტების გათავისუფლებას. კატარში დაფუძნებული ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ბრალდებებს "უსაფუძვლოს, მიუღებელსა და სრულიად გაუმართლებელს" უწოდებს.
XS
SM
MD
LG