Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ერევანში ხვდება სომეხ კოლეგას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერევანში ხვდება სომეხ კოლეგა ედვარდ ნალბანდიანს. დღეს ერევანში ჟურნალისტებთან საუბრისას, ლავროვმა განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" სტრუქტურებში სომხეთის ინტეგრაციის საკითხებს, ისევე როგორც თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა გასულ თვეში მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას 2015 წლის 1 იანვარს "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" შექმნის შესახებ. ლავროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსეთი ემხრობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG