Accessibility links

ხარკოვის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერისაკენ


უკრაინაში ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი, იგორ ბალუტა რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმა. ბალუტამ 23 ივნისს მიმართა მოსახლეობას მოწოდებით, თავი აარიდონ დაპირისპირებას მას შემდეგ, რაც 22 ივნისს ქალაქ ხარკოვში მოხდა შეტაკება კიევის მომხრე და სეპარატისტების მომხრე აქტივისტებს შორის. უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე 22 ივნისს ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებით, მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ საჭიროა სტაბილური ზავი, როგორც პირობა კიევსა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შორის დიალოგის დასაწყებად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ივნისს განაცხადა, რომ მხარს უჭერს პოროშენკოს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტისაკენ, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტას "აზრი არა აქვს" დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის გარეშე.
XS
SM
MD
LG