Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა არჩევნების მეორე ტურის თარიღის დასახელება


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის უახლოეს ორ დღეში დასახელება ცესკოსგან მოითხოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მისი ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, პარტიის მოთხოვნა ლოგიკური და ლეგიტიმურია და არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მეორე ტურის მონაწილე სუბიექტები განმეორებითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. "ჩვენი ინფორმაციით, თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა მთავრობამ, რომლის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც არსებულ წესებს და პროცედურებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და შესაბამისად შეუძლებელია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ივლისზე ადრე დანიშნოს არჩევნების მეორე ტური. უგულავას განცხადებითვე, თუ კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს, ან ხვალ არ დაასახელებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის სამწუხარო გარიგებაა.
XS
SM
MD
LG