Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დადებითად აფასებს ერაყის პრემიერთან შეხვედრას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დღეს ბაღდადში შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის, ერაყში უფრო ინკლუზიური მთავრობის შექმნაზე სასაუბროდ. კერიმ დადებითად შეაფასა მოლაპარაკება, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა. ის დღეს ჩავიდა ერაყში - თითქმის ორი კვირაში მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა სუნიტმა ექსტრემისტებმა წამოიწყეს მოულოდნელი იერში და კონტროლი დაამყარეს ტერიტორიის დიდ ნაწილზე დასავლეთ და ჩრდილოეთ ერაყში. კერის თქმით, ვაშინგტონის სურვილია, ერაყს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მზად იქნება, იყოს ყველა ერაყელის წარმომადგენელი. ერაყის მთავრობაში შიიტური უმრავლესობის წარმომადგენლები დომინირებენ და ბევრი სუნიტი მუსლიმი მიიჩნევს დაუცველად სუნიტების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG