Accessibility links

logo-print

ავღანეთში გადადგა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე


ავღანეთში გადადგა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზია-ულ-ჰაკ ამარხაილი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ამარხაილმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა მასალა, როგორ საუბრობს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების სქემაზე. მასალა გაავრცელა პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას გუნდმა, რომელიც აცხადებს, რომ საუბარი შედგა დამოუკიდებელი საარჩეევნო კომისიის წევრებს, მათ შორის ამარხაილს და პრეზიდენტობის კანდიდატ აშრაფ ღანის საარჩევნო გუნდის ერთ-ერთ წევრს შორის. აშრაფ ღანის პრეს-მდივანი უარყოფს გავრცელებული მასალის ავთენთურობას. აბდულა აბდულა, რომელიც აშრაფ ღანის კონკურენტია, უარს ამბობს ავღანეთის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების ცნობაზე და გაეროს მოუწოდებს ხმების დათვლის მეთვალყურეობისაკენ.
XS
SM
MD
LG